onlain sesxebi - ყველა

ტექნოტრენდები 2017. როგორ შეცვლიან ავტონომიური ავტომობილები კაცობრიობას

ტექნოტრენდები 2017. როგორ შეცვლიან ავტონომიური ავტომობილები კაცობრიობას


თავის ყოველწლიურ გამოკვლევაში, კომპანია GfK-მ დაასახელა ტექნოლოგიები, რომლებიც უახლოესი 1 წლის განმავლობაში სერიოზულად იმოქმედებენ მომხმარებლებზე. წელს ექსპერტებმა 5 მთავარი ტექნოტრენდი გამოყეს: მობილური გადახდები, ავტონომიური მანქანები, სატარებელი მოწყობილობები, ჭკვიანი სახლი და ვირტუალური რეალობა.

აქვთ თუ არა მომავალი ავტონომიურ ავტომობილებს? თუ რეკლამებსა და მედიაში პუბლიკაციებს მივენდობით, მაშინ ჩვენ სულ მალე შევძლებთ ავტომობილით გადაადგილებას მძღოლის გარეშე. ავტომწარმოებლები და ტექნოლოგიური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ ამ ხედვის გასახორციელებლად. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეს ტექნოლოგია დიდ გავლენას მოახდენს მომხმარებელზე, მისი გაშვება ბაზარზე არც ისე სწრაფად მოხდება, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ექსპერტები ამ ტექნოლოგიის ვრცელ წარმოებას 2025 წლისთვის გვპირდებიან. ამის ფაქტორად მომხმარებლების სურვილები და მოთხოვნები ითვლება.

არსებობს ავტონომიური ავტომობილების განვითარების ორი მთავარი ვარიანტი. ერთ-ერთია მცირე ავტომობილი, რომელიც ქალაქის ფარგლებში მათთვის გამოყოფილ გზაზე იმოძრავებენ. მეორე ვარიანტია ისეთი მოდელების წარმოება, რომლებიც უფრო ახლოს არიან მომხმარებლების მოთხოვნებთან. ამ გზით მიდიან დღეს ლიდერი ავტომწარმოებლები, რომლებიც ყოველდღე ამატებენ ახალ და ახალ ავტონომიურ მოწყობილობებს. სწორედ ამ მოდელების პოპულარობა აიძულებს მძღოლებს უარი თქვან ავტომობილის ტარებაზე. თუმცა, სანამ ეს ყველაფერი მოხდება, გადასაწყვეტია ოთხი მთავარი გამოწვევის გადაწყვეტა.
1. ავტონომიურ ავტომობილებს უფრო მიმზიდველად ახალგაზრდა მომხმარებლები თვლიან. სხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მიმართებაშიც, სწორედ ეს აუდიტორია ითვლება ადეპტად. მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ.
2. ავტონომიური ტრანსპორტის გამოყენების იურიდიული ასპექტები. ბევრი ქვეყანა უკვე მუშაობს ამაზე, რათა შეიქმნას უპილოტო ავტომობილების საკანონმდებლო საფუძველი. მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი გადაუწყვეტელი გამოწვევაა, რომლებიც უსაფრთხოებას, დაზღვევასა და პასუხისმგებლობას ეხება. ეს გმაოწვევები სწრაფად ვერ გადაწყდება. მაგრამ მწარმოებლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ სარეგულაციო ბაზის ჩამოყალიბებაში.
3. უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, რომელიც უშუალო კავშირშია წინა პუნქტთან. ექსპერტები თვლიან, რომ ამ ტექნოლოგიის სწრაფი გავრცელება ასევე რთულ უსაფრთხოების მექანიზმს საჭიროებს. თუ მწარმოებლებს მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდათ, ეს პუნქტი პირველ რიგში უნდა აღასრულონ.
4. ჯერ ტექნოლოგია ელემენტალურ მდგომარეობაშია. ამინდი როგორიცაა, თოვლი, ნისლი და ძლიერი წვიმა დიდ პრობლემად რჩება ავტომწარმოებლებისათვის. ასეთ ვითარებაში მძღოლებს აუცილებლად უწევთ მართვის საკუთარ ხელში აღება. თუ გვინდა, რომ მძღოლებმა მთელი მგზავრობის განმავლობაში ყოველგვარი სირთულისა და დაძაბულობის გარეშე იაროს, მაშინ ტექნოლოგია კიდევ უფრო საჭიროებს განვითარებას.

JACK BERGQUIST



"ავტონომიურ ავტომობილებს კიდევ დიდი და ჩახლართული გზა ელით. ამჟამად, ტექნოლოგიის შესაძლებლობებსა და მომხმარებლების მოთხოვნებს შორის შეუსაბამობაა. მომხმარებლები ელოდებიან, რომ შეძლებენ მთლიანად მოდუნებას და მიანდობენ მანქანას მთელს საქმეს. ამასთან ერთად მათ 100%-ი უსაფრთხოება სურთ. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამ შესაძლებლობებისგან. უპილოტო ავტომობილების განვითარების გასაღებია იმის გაგება, თუ რა უნდა მომხმარებელს, და ისიც თუ რა გვჭირდება ტექნოლოგიების გასავითარებლად"

წყარო: http://psm7.com/articles/texnotrendy-2017-chast-5-kak-avtonomnye-avtomobili-izmenyat-chelovechestvo.html