onlain sesxebi - ყველა

ჩვენი საყვარელი საძიებო სისტემა: ტოპ-15 საინტერესო ფაქტი Google-ზე

ჩვენი საყვარელი საძიებო სისტემა: ტოპ-15 საინტერესო ფაქტი Google-ზე


იპრაქტიკულად ინტერნეტის ყველა მომხმარებელმა ინტერნეტის შეცნობა Google-ით დაიწყო. სიტყვები: "დაგუგლვა" და "დაგუგლე" ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. კომპანია 2 დაბადების დღეს აღნიშნავს. კორპორაცია 1998 წლის 2 სექტემბერს დაარსდა, ხოლო დომენი Google.com 1997 წლის 15 სექტემბერს დაარეგისტრირეს. მოდით, გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო ფაქტები Google-ზე.

კომპანია ავტოფარეხში დაიბადა


შორეულ 1996 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა შეიმუშავეს საკუთარი საძიებო სისტემა. თავდაპირვლად მას BackRub-ი ერქვა, მაგრამ 2 წლის შემდეგ მან მიიღო სახელწოდება Google. ეს სიტყვა დამახინჯებული გუგოლიდან მოდის, რომელიც ათის მეასე ხარისხს ეწოდება. კომპანიის პირველი ოფისი იყო ავტოფარეხი, ხოლო საძიებო სისტემის მთელი ალგორითმი 10 ცალ 4 გიგაბაიტიან მყარ დისკზე ინახებოდა.

განათლება მთავარი არ არის


გუგლში არასოდეს მოგთხოვენ კოლეჯის დამთავრების დიპლომს. ისინი თვლიან, რომ ქულები არაფერს ცვლიან. ამის გამო კომპანიაში ბევრი თვითნასწავლი სპეციალისტი მუშაობს, რომლებსაც კოლეჯი არ დაუმთავრებიათ. თუ გუგლის თანამშრომელი გარდაიცვლება, მისი ოჯახი კიდევ 10 წლის განმავლობაში მიიღებს გარდაცვლილის ხელფასის ნახევარს.

შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო


1999-ში ფეიჯსა და ბრინს საძიებო სისტემის გაყიდვა სურდათ, რადგან საიტზე მუშაობა ხელს უშლია მათ მეცნიერულ საქმიანობას. თუმცა, კომპანია Excite-ი არ დათანხმდა გუგლის შესყიდვას 1 მილიონ დოლარად. დღეს საძიებო სისტემა $500 მილიარდადააა შეფასებული, ხოლო ეს არშემდგარი შეთანხმება ციფრული ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად ითვლება.

ირიბი


ცოტამ თუ იცის, რომ თუ მოვძებნით ინგლისურ სიტყვას "Askew", რაც ქართულად ირიბს ნიშნავს, მაშინ საძიებო გვერდი მარჯვნივ გადაიხრება და გამოსახულებას ირიბად აჩვენებს.

"როგორ გავხსნათ ქილა ორი კოვზითა და ფეხსაცმლით"

ყოველ წუთში გუგლი 2 მილიონ შეკითხვას იღებს. მოგვეჩვენება, რომ ხალხმა უკვე ყველაფერი იკითხა, რისიც კითხვაც შეეძლოთ, მაგრამ შეკითხვების 16%-ს გუგლი პირველად ხედავს.

საპირველაპრილო ხუმრობა

Google Gmail-ის ელ-ფოსტა 2004 წლის 1 აპრილს გაეშვა, ამიტომაც ბევრმა ეს ისე მიიღო, როგორც საპირველაპრილო ხუმრობა. კიდევ ელ-ფოსტაზე მთელი გიგაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეიძლებოდა, როდესაც სხვა სერვისებში მხოლოდ რამდენიმე მეგაბაიტის.

ყველანი ვგუგლავთ!

აქ ეჭვი არ უნდა სეგვეპაროს. გუგლს მსოფლიოს ყველაზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს დახმარების მოლოდინში. მეორე ადგილზე Facebook-ია, მესამეზე კი - Youtube-ი, რომელიც ასევე გუგლს ეკუთვნის.

გუგლი სამუდამო ახალგაზრდობას უზრუნველყოფს

2013-ში საძიებო სისტემამ დააარსა კომპანია Calico, რომელიც დაბერების პროცესს იკვლევს. კომპანიის მიზანია სიბერის დამარცხება. ვიქონიოთ იმედი, შესაძლოა გამოვიდეს.

ძველი ნაცნობები

ქალი, რომელმაც სტუდენტებს ის ავტოფარეხი მიაქირავა, დღეს იუთუბის უფროსია (სიუზენ ვოიჟიცკი).

კარგ თანამშრომელს კარგი დასვენება

გუგლში მშვენივრად იციან თავიანთი თანამშრომლების შენარჩუნება. თუ ვინმეს სამუშაო გამოელია, მას დასასვენებლად უშვებენ. ამასთან ერთად მას ხელფასსაც უხდიან თავისუფალ თვეებში. ეს ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ მუშაკი სხვა კომპანიაში არ გადავიდეს.

ნუ იქნებით ბოროტები

კომპანიის კორპორატიული დევიზია - "ნუ იქნებით ბოროტები" (Don’t be evil). ეს ფრაზა შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან გუგლში მნიშვნელოვანია მშვიდობა და სიმშვიდე კოლექტივში. ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე. დევიზი ჯერ კიდევ 2000 წელს შეირჩა.

გუგლისთვის თხები მუშაობენ

დიახ, 200 თხისგან შემდგარი ფარა. საქმე იმაშია, რომ კომპანიას მიწის დიდი ნაკვეთი ეკუთვნის. იმისათვის, რომ სარეველა მიწიდან ამოკაფონ, ამისათვის ტხებს იყენებენ. თხები გაზონის მკრეჭავებზე იაფი არ ჯდება, მაგრამ ეს ბევრად ეკოლოგიური მეთოდია.

დიდი შეთანხმებები პიცერიაში იმართება

იუთუბის ყიდვა გუგლისათვის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა, რომელიც ერთ პატარა პიცერიაში, სახელად Denny’s პალო-ალტოში.

Googlesucks.com
კომპანია ფლობს დომენს googlesucks.com. მხოლოდ იმისათვის, რომ ის სხვამ არ იყიდოს.

გაუთავებელი შოპინგი

გუგლი მუდმივად იზრდება და ყიდულობს ახალ-ახალ კომპანიებს და ინვესტიციებს აკეთებს სტარტაპებში. საშუალოდ გუგლი კვირაში ერთ კომპანიას ყიდულობს. ხოლო წინა წლის ვლისში, კომპანიამ 190 სტარტაპი შეიძინა.

წყარო: http://psm7.com/review/lyubimyj-poiskovik-top-15-interesnyx-faktov-o-google.html