onlain sesxebi - ყველა

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება

ბავშვებისატვის ფულის სწორი გამოყენების სწავლება ადვილი საქმე არაა. ეს კი უფრო რთულდება ციფრული გათვლების დროს. მოზრდილ ადამიანსაც კი არ შეუძლია მონეტის ან ბანკნოტის გარეშე შეაფასოს მისი შემოსავალი ან გასავალი. ამიტომაც ბანკებსა და IT კომპანიებს ცდილობენ ისეტი აპარატის სექმნას, რომელიც გვაჩვენებს ფულის მთელ მიმოქცევას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის ჩვენ წარმოგიდგენთ ინოვაციური გაჯეტებისა და პროგრამების სიას, რომლებიც ბავშვებს პირადი ფინანსების მართვის საფუძველის სესწავლაში დაეხმარებიან.

სწავლება ვირტუალურ რეალობაში

Commonwealth Bank of Australia - ში შექმნეს სასწავლო პროგრამა სკოლის დაწყებითი კლასებისთვის ვირტუალური რეალობის ფორმატში.
ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


სასწავლო მატერიალების კომპლექტში შედის კოლექცია ფინანსური ისტორიებით და სპეციალური VR-ჰედსეტი სმარტფონისთვის. ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენებით მოსწავლეები მიემგზავრებიან ფინანსთა სამყაროში ისტორიის მთავარ გმირთან - კოალა სემისთან ერთად. მას 8 მონეტა აქვს და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეიძინოს, ისე რომ ფული წვრილმანებში არ დახარჯოს.
ამ მოთხრობების მთავარი მიზანია, რომ ბავშვებს რეალური საჭიროებისა და სურვილის გარჩევა ასწავლოს.


მასწავლებელი-რობოტი

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


ევროპული ბანკი ING-ი აგზავნის თავის ადამიანის მსგავს რობოტს ჰოლანდიის საბანკო დეპარტამენტების ტურში. მისი მოგზაურობის დროს მან ბავშვებს ფინანსურ ცოდნას შესძენს. ყოველთვიური სემინარები 11 წლამდე ბავშვებს არამხოლოდ ასწავლის ფულთან მოქცევის წესებს, არამედ გააცნობს მათ რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს ახალ ტრენდებს.

ჭკვიანი ყულაბები მიმოქცევის გასაკონტროლებლად.

ზოგიერთი კომპანია უფრო წინ მიდის და ქმნის სპეციალურ გაჯეტებს ფინანსურ პრაქტიკასთად გასაცნობად.

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


ASB Bank-მა ახალ ზელანდიაში შექმნა ციფრული ყულაბა - ღორი ჯიბის ფულის დასაგროვებლად.
სმარტფონის გამოყენებით მშობლები შეძლებენ ყულაბაზე თანხის გადატანას, ასევე იმის მითიტებას, თუ რაზე უნდა დახარჯოს ბავშვმა ფული. ბალანსი მაშინვე გამოჩნდება სპილოს ფორმის მოწყობილობაზე.


დანიელებმა გამოიგონეს ანალოგიური მოწყობილობა ბიტქოინისათვის. ინტერაქრიული ყულაბა შუქოვანი ინდიკატორით საშუალებას მისცემს ბავშვებს, თვალი მიადევნონ ჯიბის ფულს, ასევე ნახონ, თუ რამდენად მიუახლოვდნენ იმ თანხას, რომლის დაგროვებასაც გეგმავენ. ყულაბის მართვა შესაძლებელია აპლიკაციით სახელად - Ernit.

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


საათი უკონტაქტო გადახდებისთვის

სინგაპურში ფულის ციფრული ინსტრუმენტებით დახარჯვას ასწავლიან.

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბანკმა სახელად POSB, დაარიგა საათები უკონტაქტო გადახდების ფუნქციით. მისით შეიძლება სასადილოში ან წიგნების მაღაზიაში. გაჯეტის ბალანსის შესავსებად სპეციალური აპლიკაციაა საჭირო.

ტერმინალი გადახდების მისაღებად

ყველაზე უნაღდო ქვეყანაში - შვედეთში ბავსვებს არამარტო ფულის შოვნასა და დახარჯვას ასწავლიან, არამედ გადახდების მიღებასაც

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


POS-ტერმინალების შვედმა მწარმოებელმა iZettle-მ მიაერთა ქარდრიდერები სათამაშო სალაროებს და ისინი 5 წლის ბავსვებს გადასცა. პატარა შვედებმა, რომლებიც არდადეგებზე პარკში ლიმონათს ყიდიან გადასახადის მირება საბანკო ბარათით შეძლეს.

ფინანსური თამაშები

უკრაინაში შეიქმნა ინტერაქტიული თამაში, სახელად "ფინანსური ფეხბურთი". თამაშში გაერთიანებულია ფეხბურთის სიმულატორი და ფინანსური ცოდნის ტესტი. ფინანსების მართვის სფეროში გაცემული სწორი პასუხები ეხმარება მოთამაშეს, უფრო სწაფად მიაღწიოს მოწინააღმდეგის კარამდე და გოლის გატანის შანსს აძლევს. "ფინანსური ფეხბურთი" ხელს უწყობს ფინანსური ცოდნის განვითარებას და პირად ფინანსების წინაშე პასუხისმგებლობის გრზნობას. თამაში არა მხოლოდ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, არამედ უფროსებისთვისაც.

ჭკვიანი ყულაბა, რობოტები და VR: როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის გამოყენება


"მონოპოლიის" ახალ ვერსიას უკონტაქტო ქარდრიდერი და პლასტიკური ბარათები მოყვება, რათა მოთამაშემ შეძლოს ბანკში სხვადასხვა ობიექტების ყიდვა.

წყარო: http://psm7.com/review/kak-nauchit-detej-polzovatsya-dengami.html