onlain sesxebi - ყველა

საკუთარი ვალუტა უფრო ახლოს: ევროკავშირის რომელი წევრი ქვეყნები არ გადავიდნენ ევროზე?

საკუთარი ვალუტა უფრო ახლოს: ევროკავშირის რომელი წევრი ქვეყნები არ გადავიდნენ ევროზე?

დღეს ჩვენ შეგახსენებთ, თუ ევროკავშირის რომელმა წევრებმა შეინარჩუნეს საკუთარი ვალუტა, ასევე მათ, ვინც ევროზე გადავიდა. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ინფორმაცია მგზავრობის დროს გამოგადგებათ.

ევროზონის ქვეყნები

1999 წელს ევროს ბრუნვაში გაშვების შემდგომ, ამ ვალუტამ ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის ნაციონალური ვალუტა შეცვალა:

ავსტრია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ავსტრიული შილინგი.
ბელგია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ბელგიური ფრანკი.
გერმანია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა გერმანული მარკა
საბერძნეთი - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ბერძნული დრაჰმა.
ირლანდია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ირლანდიური ფუნტი.
ესპანეთი - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ესპანური პესეტა.
იტალია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა იტალიური ლირა.
კვიპროსი - 2008 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა კვიპროსული ფუნტი.
ლატვია - 2014 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ლატვიური ლატი.
ლიტვა - 2015 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ლიტვური ლიტი.
ლუქსემბურგი - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ლუქსემბურგული ფრანკი.
მალტა - 2008 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა მალტური ლირა.
ნიდერლანდები - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ნიდერლანდური ჰულდენი.
პორტუგალია - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა პორტუგალიური ესკუდო.
სლოვაკეთი - 2009 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა სლოვაკური კრონი.
სლოვენია - 2007 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა სლოვენიური ტოლარი.
ფინეთი - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ფინური მარკა.
საფრანგეთი - 1999 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ფრანგული ფრანკი.
ესტონეთი - 20011 წლის პირველი იანვრიდან. ძველი ვალუტა ესტონური კრონი.


ევრო კიდევ ათი სახელმწიფოს ოფიციალური ვალუტაა, მათგან შვიდი ევროპაში მდებარეობს. მაგალითად, მონტენეგრო, რომელიც ევროკავშირის წევრი არაა და ნაციონალური ვალუტაც არ გააჩნია.
ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს უფლება შევიდეს ევროზონაში, თუ ის მაასტრიხტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ევროსაბჭო დაამტკიცებს.

ევროკავშირის წევრები, რომლებიც ევროზე არ გადასულან
ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ევროზე არ გადასულა და ამას არც უახლოეს მომავალში გეგმავს. მაგალითად ასეთი იყო დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირიდან გავიდა. ამ ცვლილებას არც დანია გეგმავს და არც შვედეთი.

საკუთარი ვალუტა უფრო ახლოს: ევროკავშირის რომელი წევრი ქვეყნები არ გადავიდნენ ევროზე?

2002 წლიდან ბულგარული ვალუტა ევროზეა მიბმული, ეს მისი სატაბილიზაციისა და ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისათვისაა საჭირო.

აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა პოლონეთი, რომელიც დღემდე საკუთარ ვალუტას - პოლონურ ზლოტს იყენებს. ევროზე გადასვლა უახლოესი 5 წლის განმავლობაში არ იგეგმება, რადგან მოსახლეობის 70% ამის წინააღმდეგია.

ამავე მიზეზის გამო აგრძელებს ჩეხეთი ნაციონალური ვალუტის გამოყენებას. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მაასტრიხტის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მთავრობა მაინც არ გეგმავს ევროზე გადასვლას.

უნგრეთი, რომელიც ნაციონალური ვალუტის - ფორინტის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, ევროსაბჭოს აზრით ის ჯერ კიდევ არაა მზად ევროზე გადასასვლელად.

რუმინეთი 2019 წლის პირველ იანვარს გეგმავს ევროზე გადასვლას. ამ გეგმაზე ხორვატიამაც ისაუბრა.

წყარო: http://psm7.com/review/kakie-strany-es-do-six-por-ne-pereshli-na-evro.html