onlain sesxebi - ყველა

ტოპ-15 ქვეყანა ყველაზე დიდი საგარეო ვალით

ტოპ-15 ქვეყანა ყველაზე დიდი საგარეო ვალით

1979 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ადგენს რეიტინგს კონკურენტუნარიანობის 12 მაჩვენებლით. აქედან ერთ-ერთი სახელმწიფო ვალისაა, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ უკლავდება ესა თუ ის ქვეყანა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ეკონომიკური სისტემისათვის ზიანისმ იყენების გარეშე. რაც უფრო დაბალია სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში, მით უკეთესია.

ქვემოთ მოცემულია 15 ქვეყანა, რომლებსაც ყველაზე დიდი ვალები აქვთ.

15. საფრანგეთი
სახ. ვალი: 96,8%
დაბალი პროდუქტიულობისა და ხელფასების გამო ამ წელიწადში საფრანგეთის სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში საგრძნობლად გაიზარდა.

14. სინგაპური
სახ. ვალი: 98,2
მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მისი სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 98,2%-ს შეადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს 103,8% შეადგენდა.

13. ესპანეთი
სახ. ვალი: 99%
ესპანეთი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ებრძოლოს უმუშევრობას, გაზარდოს პროდუქტიულობა და გაზარდოს ეკონომიკა მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირისაგან მილიარდები მიიღო ეკონომიკის მხარდასაჭერად.

12. ბარბადოსი
სახ. ვალი 103%
ბარბადოსი კარიბის რეგიონში ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყანაა. ასევე ის ითვლება საგადასახადო თავშესაფრად. თუმცა, ამასთან ერთად ქვეყანამ კიდევ ვერ მოახერხა წამოდგომა 8 წლის წინანდელი ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, ხოლო მაცხოვრებლებს უწევთ მაღალი ეკონომიის პირობებში ცხოვრება.

11. აშშ
სახ. ვალი 105,8%
აშშ-მ ცოტა ხნის წინ აირჩია პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან - დონალდ ტრამპი. ასევე ამერიკელები ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ელოდებოდნენ მაგრამ ის იგივე მაჩვენებელზე დარჩა.

10. ბელგია
სახ. ვალი 106,3%
მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის დედაქალაქი - ბრიუსელი ბელგიაში მდებარეობს, ქვეყანაში მაინც დიდი საგარეო ვალი აქვს. ასევე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადეს, რომ არსებობს სირთულეები შრომით და საგადასახადო კანონმდებლობაში.

9. კვიპროსი
სახ. ვალი: 108,7%
ქვეყანა ახლაც აგრძელებს ეკონომიკური კრიზისიდან ამოსვლას, ასევე მათ გასული წლის შემდეგ სახელმწიფო ვალის ოდენობა 4%-ით შეამცირეს.

8. ბუტანი
სახ. ვალი: 115,7%
პატარა აზიური ქვეყანა ძალიანაა დამოკიდებული ინდოეთზე, ფინანსურ საკითხებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით.

7. კაბო-ვერდე
სახ. ვალი: 119,3%
კაბო-ვერდეს პროდუქტების 82% იმპორტირებულია, რაც ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს.

6. იამაიკა
სახ. ვალი: 124,3%
მომსახურების სექტორი ითვლის იამაიკის მშპ-ს დაახლოებით 80%-ს. ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემებია: მაღალი დანაშაულის დონე, კორუფცია და უმუშევრობა.

5. პორტუგალია
სახ. ვალი: 128, 8%
ქვეყანამ უკვე რამდენჯერმე მიიღო მილიარდობით კრედიტი ეკონომიკის მხარდასაჭერად.

4. იტალია
სახ. ვალი: 132,6%
ევროზონაში იტალიის საგარეო ვალი მეორე ადგილს იკავებს.

3. ლიბანი
სახ. ვალი: 139,1%
ქვეყანაზე ძალიან უარყოფითად იმოქმება სირიის ომმა. ამას მიემატა შიდა პოლიტიკური ვითარება. ას ნეგატიური ფაქტორები ლიბანში ტურისტულ მხარეზე აისახნენ, რამაც პირდაპირ იმოქმედა ეკონომიკაზე.

2. საბერძნეთი
სახ. ვალი: 178,4%
საბერძნეთისათვის ახლაც აგრძელებენ დახმარების გაგზავნას, მთავრობა კი აგრძელებს მოსახლეობის ეკონომიის სულ უფრო ვიწრო ჩარჩოებში ჩასმას. ასევე საერთაშორისო კრედიტები ვერ ეხმარებიან ქვეყანას.

1. იაპონია.
სახ. ვალი: 248,1%
ქვეყნის ეკონომიკა იმდენად ნელა ვითარდება, რომ ცოტა ხნის წინ ცენტრალურმა ბანკმა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი დანერგა.

წყარო: http://psm7.com/review/top-15-stran-s-samym-bolshim-vneshnim-dolgom.html