onlain sesxebi - ყველა

ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

2002 წლის 14 ნოემბერს არგენტინამ მსოფლიო ბანკის კრედიტების დეფოლტი გამოაცხადა. სახელმწიფო ასეთ მდგომარეობამდე ეკონომიკურმა კრიზისმა და გაკოტრებამ მიიყვანა 2001 წელს. ამის შემდეგ კიდევ ბევრი ქვეყანა გაკოტრდა. ჩვენ გთავაზობთ, რომ გავიხსენოთ ქვეყნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაკოტრდნენ.

არგენტინა
ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

21-ე საუკუნეში 2-ჯერ, მთელი ისტორიის განმავლობაში კი 8-ჯერ - სწორედ ამდენჯერ ვერ შეძლო არგენტინამ თავის ვალების გასტუმრება. ყველაზე მაგრად ქვეყანას 2001 წლის დეფოლტმა დაარტყა, რამაც მთავრობის შეცვლა და ქვეყანაში უწესრიგობა გამოიწვია. უკანასკნელად სახელმწიფომ საგარეო ვალდებულებები 2014 წელს ვერ შეასრულა.
არგენტინა დღესაც გაკოტრების პირასაა. სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 49,5%-ს შეადგენს.

საბერძნეთი
ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

საბერძნეთი - ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გაკოტრდნენ. 2015 წლის პირველ ივლისს მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვერ გადაუხადა 1,54 ევრო. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არაა ქვეყნის ისტორიაში. თუ ანტიკური დროიდან მოყოლებულ ვალებს არ ჩავთვლით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 5 დეფოლტი გამოიარა. დღეს ქვეყნის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 172.7%-ს შეადგენს.

ვენესუელა
ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

სამხრეტ ამერიკა მდიდარია გაკოტრებული ქვეყნებით. არგენტინის გარდა, კიდევ 11-მა ქვეყანამ ვერ შეძლო თავი აერიდებინა გაკოტრებისათვის. ზოგიერთი კი ამ ანტირეიტინგის მსოფლიო ლიდერიც გახდა. ვენესუელა(ასევე პერუ და ეკვადორი) თავის ისტორიის განმავლობაში 10 ჯერ გაკოტრდა. უკანასკნელად მთავრობამ ვალი 2014-ში ვერ გაისტუმრა. ქვეყანა დღესაც გაკოტრების პირასაა და მისი ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 39,6%-ს შეადგენს.

ისლანდია
ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

2008 წელს ისლანდიას დავალიანება ჰქონდა, რომელიც მთლიან სიდა პროდუქტს 10-ჯერ აღემატებოდა. ქვეყანაში 3 კერძო ბანკი გაკოტრდა და შემდგომი 2 წლის განმავლობაში ეკონომიკა 10%-ით შემცირდა. რეფერენდუმის შედეგებით ქვეყანამ უარი განაცხადა ვალების გადახდაზე. 2011 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, ქვეყნის საგარეო ვალი კი მთლიანი შიდა პროდუქტის 67,6% -ს შეადგენს.

რუსეთი
ყველაზე ცნობილი გაკოტრებული ქვეყნები

1998 წელს ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთში დეფოლტი გამოცხადდა სახელმწიფო ვალის გამო. ეს მთელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბანკროტი იყო. 17 მილიარდის ვალდებულებიდან ქვეყანამ მხოლოდ 10-ის გადახდა შეძლო.
დღეს რუსეთის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 17,7%-ს შეადგენს.

წყარო: http://psm7.com/review/samye-izvestnye-strany-bankroty.html