onlain sesxebi - ყველა

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

როდესაც უნაღდო საზოგადოებას ვახსენებთ, პირველი ქვეყანა, რომელიც თავში აზრად მოგვივა - არის შვედეთი. სწორედ ეს ქვეყანა ამბობს უარს ნაღდ ფულზე, მის მაგივრად კი საბანკო ბარატებსა და ელექტრონული გადახდების სხვა ფორმებს იყენებს.
საინტერესოა ის, რომ რამდენიმე საუკუნის წინაც ეს ქვეყანა ფინანსური ცვლილებების ავანგარდში იდგა. 1661 წელს აქ შეწყვიტეს მონეტების ჭრა და ბანკნოტების გამოშვება დაიწყეს. ჩვენამდე მოაღწია შვედურმა 5-მა რიკსდალერმა, რომელიც 1662 წლის 6 დეკემბერს, 354 წლის წინ გამოუშვეს
ჩვენ შევადგინეთ სია, ვინ დაიწყო პირველად ქაღალდის ფულის გამოშვება. ამ სიაში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებიც დღესაც ითვლებიან ფინანსური ინოვაციების ლიდერებად.

ჩინეთი - მე-11-ე საუკუნე
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

პირველად ქაღალდის ფული ჩინეთში გამოუშვეს. და ეს ბევრად ადრე მოხდა ვიდრე შვედეთში. ეს გასაკვირი არაა - სწორედ ეს ქვეყანა ითვლება ქაღალდის სამშობლოდ.
ჩინელი ვაჭრებითვის დიდი თანხის გადაზიდვა მოუხერხებელი იყო. ქაღალდის ფული უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე ლითონის ზოდები. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დროთა განმავლობაში ქაღალდიც არააქტუალური გახდებოდა.
პირველი ბანკნოტები მე-11-ე საუკუნეში დაიბეჭდა სუნების დინასტიის მმართველობის დროს. ისინი ლერწმის A4 ფორმატის ფურცელზე იბეჭდებოდნენ და ამტკიცებდნენ რომ ვაჭარს თანხის განსაზღვრული რაოდენობა ჰქონდა.
ჩინეთი დღესაც გვკარნახობს ფინანსების მოდას. Fintech 100-ის ყოველწლიურ რეიტინგში 8 ჩინური ორგანიზაცია მოხვდა. მათგან ოთხი - Ant Financial, Qudian, Lufax და Zhongan-ი პირველ ხუთეულში იმყოფება. ქვეყანაში დიდი სისწრაფით ვითარდება მობილური გადახდები - მხოლოდ Alipay-ს სერვისით 400 მილიონი ჩინელი სარგებლობს.

შვედეთი - 1661
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ევროპაში პირველი ქაღალდის ფული მე-17-ე საუკუნეში შვედეთში გამოჩნდა. შვედეთის მთავრობას კრედიტი დასჭირდა, შვედეთის ბანკის დირექტორმა მონეტების გაცემის მაგივრად საკრედიტო ფურცლები დაბეჭდა, რომლებსაც ქაღალდის რიკსდალერი ეწოდა.
დამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ ბანკს ფული არ დაუბრუნა. დაწესებულება იძულებული გახდა თავიდან დაებეჭდა ფული, რომელიც აღარ იქნებოდა უზრუნველყოფილი ძვირფასი ლითონებით. ამის გამო ბანკი გაკოტრდა, ხოლო ამ ყველაფრის წამომწყებსა და ინოვატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
შვედური ქაღალდის ფული სწრაფად არ გავრცელებულა. შენახულია დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ,რომ უცხოელი ვაჭრებისთვის არამარტო უჩვეულო, არამედ არამომგებიანი იყო ქაღალდის დალერებით ვაჭრობა.
მიუხედავად ამისა, შვედეთმა ევროპაში პირველად იპოვა მონეტების შემცვლელი. გასაკვირი არ იქნება თუ ის ელექტრონული ფულის შემცვლელსაც იპოვის, რომელიც ახლა იპყრობს მსოფლიოს ბაზრებს.

აშშ - 1690
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული აშშ-ში უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე დოლარი. 1690 წელს მასაჩუსეტსის კოლონიამ(დღეს მასაჩუსეტსის შტატი) გამოუშვა პირველი ბანკნოტები ნომინალით 2 შილინგიდან 10 ფუნტამდე. ისინი გამოიყენებოდნენ კანადაშის საომარი ექსპედიციების დასაფარად, ასევე ჯარისკაცებს ხელფასს უხდიდნენ.

ნორვეგია - 1695
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ნორვეგიაში პირველი ბანკნოტები 1695 წელს გამოჩნდნენ. ქაღალდის ფულის გამოცემის უფლება ვაჭარმა, იოჰან მოლენმა მიიღო. ის სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი გემები სულ უფრო ხშირად ხდებოდა მეკობრეების სამიზნე. და გაკოტრების ზღვარზე მყოფმა იოჰანმა მეფეს სთხოვა, რომ მისთვის მისი ქონების მტკიცებულება ქაღალდზე დაებეჭდათ, სანამ დაღცენილი გემები პორტში არ დაბრუნდებოდნენ.
ეს ბანკნოტები ნორვეგიის მცირე ტერიტორიაზე გამოიყენებოდა. მაგრამ მათ ვაჭარი გაკოტრებისგან ვერ იხსნეს.

ინგლისი - 1694
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ინგლისში ბანკნოტები საფრანგეთთან ომის დროს გაჩნდნენ. მთავრობამ ინიციატივა გამოთქვა, რომ ინგლისის ბანკი შეექმნათ, რათა თანხა მოემზადებინათ ომის შემდეგი ეტაპის დასაწყებად.
პირველი ბანკნოტები 5-დან 100 ფუნტამდე ნომინალით იბეჭდებოდნენ. მატი გაცვლა კი ოქროსა და მონეტებზე იყო შესაძლებელი. თავიდან ნომინალი ხელით იწერებოდა ბანკის მოლარის მიერ.
XVIII საუკუნე ბანკნოტული რევოლუციის პერიოდად იქცა ევროპაში. ქაღალდის ფული გამოუშვა საფრანგეთმა, დანიამ, იტალიამ, ავსტრიამ, რუსეთმა და ა.შ.
ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

ქაღალდის ფული: როგორ გაჩნდნენ პირველი ბანკნოტები

წყარო: http://psm7.com/review/dengi-na-bumage-kak-poyavilis-pervye-banknoty.html