onlain sesxebi - ყველა

საბანკო ბარათების გლობალური ბაზარი ციფრებში - Nilson Report

საბანკო ბარათების გლობალური ბაზარი ციფრებში - Nilson Report

2016-ში საკრედიტო და სადებეტო ბარათების - American Express, Diners Club / Discover, JCB, Mastercard, UnionPay და Visa - ს გლობალურმა ხარჯებმა 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბეს. ამაზე Nilson Report-ი საუბრობს «Global Cards Report 2016-ში».

რომელი ბარათით იხდიან ყველაზე ხშირად?
ტრანზაქციების რაოდენობა Visa, UnionPay, Mastercard, JCB, Diners Club/Discover და American Express-ის ბარათებით გაიზარდა. ზრდამ 13,3% შეადგინა - წინა წელს მომხმარებლებმა მაღაზიებში 257,17 მლრდ-ჯერ გამოიყენეს ბარათი.
ტრანზაქციების რაოდენობით Visa ლიდერობს. წინა წლის ტრანზაქციების 54,06% სწორედ მას ეკუთვნის. სადებეტო ბარათებით გადახდების 34,82% განხორციელდა, საკრედიტო ბარატებით - 19,23%. შემდეგ მოდის მასტერ ქარდი - 13,30 და 12,87 პროცენტით. UnionPay-ს სადებეტო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები 7,59%-ს შეადგენს, საკრედიტო ბარათები კი 7,32%-ს იკავებენ. American Express-ის გლობალური ანგარიშწორება 2,81%-ს იკავებდა, ხოლო JCB -1,15%-ს. Diners Club/Discover-ის ტრანზაქციები 0,91%-ს შეადგენდა.

რომელი ბარათით ხარჯავენ მეტ ფულს?
ერთ წელიწადში შესყიდვების მოცულობა, რომლებიც ბარტებით განხორციელდა, გაიზარდა 5,8%-ით 20,606 ტრილიონ აშშ დოლარამდე, ბანკომატიდან ფულის განაღდების გამორიცხვით.
ყველაზე დიდი თანხა UnionPay-ის სადებეტო ბარათებითაა დახარჯული, მას Visa მოსდევს, შემდეგ UnionPay-ის საკრედიტო ბარათებია. ასევე MasterCard-ი, America Express-ი, JCB და Diners Club/Discover.
რომელი ბარათები ხდებიან პოპულარულნი?
იმის მიუხედავად, რომ ჩინურმა UnionPay-მ ვერ შეძლო ლიდერობა ტრანზაქციების რაოდენობით, მისი ზრდის ტემპი შთამბეჭდავია - ის 32%-ით გაიზარდა 2015 წლიდან.
მსოფლიოში, სულ 11,15 მილიარდი მოქმედი საკრედიტო, სადებეტო და წინასწარი გადახდის ბარათია. ეს 9.4%-ით მეტია, ვიდრე 2015-ში იყო. საერთო რიცხვებიდან, ბარათების რაოდენობის 77,37% სადებეტო იყო.

წყარო: http://psm7.com/review/lyudi-tratyat-s-bankovskix-kart-20-trln-dollarov.html