onlain sesxebi - ყველა

რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

217 წლის წინ, 1800 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა საფრანგეთის ცენტრალური ბანკის წესდება. ასე დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცენტრალური ბანკის ისტორია, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტმა დააარსა. ის დღემდე გრძელდება. დღეც საფრანგეთის ცენტრბანკი ევროპის სისტემის ნაწილია. ევროზონის მონეტარული პოლიტიკის გამო ბანკმა ავტონომიის ნაწილი დაკარგა. მონეტარული პოლიტიკა ევროზონაში ევროპის ცენტრალური ბანკის პრივილეგიაა.
საფრანგეთის ბანკი არ არის ყველაზე ძველი მარეგულირებელი. ამ მიმოხილვაში თვალს მივადევნებთ, თუ როგორ მიდიოდა ბანკის სისტემის ცენტრალიზება სხვადასხვა ქვეყნებში.
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები


შვედეთის ბანკი(რისკბანკი) - 349 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

პირველი ცენტრალური ბანკი თანამედროვე გაგებით გახდა შვედური Riksbank-ი. თავიდან მას მხოლოდ კრედიტების გაცემა შეეძლო, მოგვიანებით კი მან ბანკნოტების გამოშვების უფლება მოიპოვა. დღესდღეობით ეს ყველაზე ძველი ცენტრბანკია მთელლს ევროპაში. მის მოვალეობებში ასევე შედის ნობელის პრემიის გაცემა ეკონომიკის დარგში.

ინგლისის ბანკი - 323 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

ინგლისის ბანკი 1694 წლის 27 ივლისს შეიქმნა. ერთი წლის შემდეგ ის ერთადერთი ბანკი გახდა, რომელიც ფულს მუდმივი მეთოდით ბეჭდავდა. დღეს კი ეს ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელიც ფიქრობს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე.

საფრანგეთის ბანკი - 217 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

1800 წელს, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონმა მაშინვე გამოსცა ბრძანება ცენტრბანკის შექმნაზე. კონტროლი და მონოპოლია ამ დაწესებულებაზე მოიპოვა 15-მა უდიდესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომლებიც რევოლუციას უჭერდნენ მხარს. მე-19-ე საუკუნის შუა წლებში ის უკვე მთელი საფრანგეთისათვის ბეჭდავდა ფულს.

იაპონიის ბანკი - 135 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

იაპონიის ცენტრალური ბანკი გაჩნდა პოლიტიკური, საომარი და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ფონზე მე-19-ე საუკუნის დასასრულს(1882). მთელი ფინანსური სიტემა იმპერატორს ემორჩილებოდა. მაშინვ წარმოიშვა იენი, რომელმაც თავმოუყრელი ვალუტა ჩაანაცვლა.

ფედერალური სარეზერვო სისტემა - 104 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

კომერციულ საბანკო სისტემაზე ცენტრალიზებული კონტროლის მოაპოვებლად აშშ-ში 1913 წელს შეიქმნა ფსს-ი. დღეს ის ყველაზე გავლენიანი ცენტრბანკია მთელს მსოფლიოში.

ჩინეთის ეროვნული ბანკი - 69 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

წინა საუკუნის შუა რიცხვებში(1948) სამი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად წარმოიშვა ჩინეთის ცენტრბანკი. პირველი ოცდაათი წელი ის ასრულებდა რეგულატორისა და კომერციული ბანკის როლს. შემდეგ უკანასკნელი ფუნქცია 4 სახელმწიფო ბანკს მიენიჭა.

ევროპის ცენტრალური ბანკი - 19 წელი
რამდენ წელს ცოცხლობენ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები: დღეგრძელები და ახალბედები

ეცბ-ს უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის 1998 წელს შეიქმნა, რათა შეექმნა მონეტარული პოლიტიკა ევროზონაში. დღეს 19 სახელმწიფოა, რომლებიც ევროზე გადავიდნენ. მისი სამმართველოს ორგანოებში შედის ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი.

წყარო: http://psm7.com/articles/skolko-zhivut-centrobanki.html