onlain sesxebi - ყველა

როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

2006 წლის 17 მაისიდან ყოველ წელს აღინიშნება სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო საზოგადოების საერთაშორისო დღე. ამ ღონისძიების პატივსაცემად მცირე ბიზნესის მფლობელებს ვთავაზობთ 7 რჩევას კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად.
დასაწყისისთვის, უნდა გქონდეთ ნათელი წარმოდგენა მოსალოდნელ საფრთხეებზე. ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე ხშირ მიზეზებად Privacy Rights Clearinghouse-ის ექსპერტები შემდეგს ასახელებენ:
1. უნებლიე გამჟღავნება ან არასაიმედო თანამშრომლები.
ვინმეს ორგანიზაციიდან შეუძლია შემთხვევით ან განზრახ გაავრცელოს კონფიდენციალური ინფორმაცია კომპანიაზე ან მომხმარებელზე რომელიმე ვებსაიტზე(მაგალითად, სოციალურ ქსელში), ან გააგზავნოს ელ-ფოსტით.
2. გატეხვა ან საფრთხის შემცველი პროგრამული უზრუნველყოფა.
ბოროტმოქმედებს ხელი მიუწვდებათ თქვენ კომპიუტერებთან ან სერვერებთან(როგორც წესი,ეს სუსტი პაროლების ან არასწორად მორგებული ცეცხლოვანი კედლის - firewall-ის გამო ხდება) და იპარავენ ან ანადგურებენ მონაცემებს საფრთხის შემცველი პროგრამების საშუალებით.
3. თაღლითობა საბანკო ბარათებით.
ყველაზე ხშირად ინფორმაციას საბანკო ბარათებზე იპარავენ საგადასახადო ტერმინალების გატეხვით.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

ფულის დაზოგვის მიზნით, ბევრი პატარა კომპანია საერთო სერვერს იყენებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ სერვერზე ბევრი სხვა საიტი, პროგრამა და სცენარია გაშვებული, არამედ იმას, რომ თქვენი თანამშრომლების გარდა დოკუმენტებზე ხელი სხვა ხალხსაც მიუწვდება. ასეთ შემთხვევაში თქვენი საიტი შეიძლება უფრო დაუცველი აღმოჩნდეს სხვა საიტის სუსტი უსაფრთხოების გამო.გამოყოფილი სერვერი უფრო ძვირია ვიდრე საერთო, სამაგიეროდ ეს საგრძნობლად ამცირებს თქვენი ვებ-საიტის გატეხვის შანსს.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

კონფიდენციალური ინფორმაციის დაუშიფრავად შენახვა ყოველტვის ზრდის მისი გაჟონვის რისკს. ასევე, თუ თქვენ ინტერნეტში არასწორად დაცული არხის საშუალებით აგზავნით, მაშინ თავად უღებთ კარს კიბერდამნაშავეებს.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

შესაძლოა, რომ თქვენ უკვე სარგებლობთ გატეხილი საიტით და ამას ვერც კი ამჩნევთ. ამიტომაც უნდა გამოიყენოთ ისეთი სერვისები, რომლებიც დაიცავენ თქვენს ვებ-საიტს და მის მომხმარებლებს მოსალოდნელი რისკებისგან.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ჩარჩოში ადამიანებმა, რომლებსაც "არ სჭირდებათ ცოდნა", არ უნდა ჰქონდეთ წვდომა პირად მონაცემებთან და მომხმარებლების დოკუმენტებთან, როგორც ქაღალდის, ისევე ელექტრონულ ფორმაში. თუ რომელიმე თანამშრომელს ესაჭიროება კორპორატიულ ქსელთან დაკავშირება მგზავრობის დროს, დარწმუნდით, რომ მისი ნოუთბუქი დაცულია VPN(Virtual Private Network)-ით.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

მას მედიის წარმომადგენლებს არაერთხელ მოუყოლიათ შემთხვევებზე, როცა ინფორმაციის გაჯონვა დოკუმენტების გადაყრის გამო ხდებოდა. ყველა მონაცემი, რომელიც აღარ გჭირდებათ უნდა დაწვათ ან დააქუცმაცოთ. ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში კი უნდა გმაოიყენოთ სპეციალური პროგრამები გასანადგურებლად.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

ახალი გამოგონებები უსაფრთხოების ახალ მეთოდებს გვტავაზობენ. მაგალითად, არსებობს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სახის ამოცნობაზე მუშაობს. მას შეუძლია გაარციოს, უყურებს თუ არა თანამშრომელი ეკრანს. როცა ის თვალს შეავლებს, გამოსახულება მაშინვე იკარგება და გაურჩეველი ხდება.
როგორ დავიცვათ ბიზნესი ინფორმაციის გაჟონვისგან: 7 რჩევა

როგორი უსაფრთხოების დონეც უნდა გქონდეთ, ყოველთვის საჭიროა გეგმის შემუშავება ინფორმაციის გაჟონვის ან გატეხვისას. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება მომხმარებლებს ამის შესახებ ამცნოთ, მოახერხებთ საქმეში სპეციალისტების დროულად ჩართვას? ეს საშუალებას მოგცემთ ოპერატიული რეაგირება მოახდინოთ მსგავს ფაქტზე და შეამციროთ ნეგატიური ეფექტი კლიენტებისგან, ასევე შეინარჩუნოთ რეპუტაცია.

წყარო: http://psm7.com/review/kak-obezopasit-svoj-biznes-ot-utechki-informacii-7-sovetov.html