onlain sesxebi - ყველა

ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

1931 წლის 11 მაისს ავსტრიული ბანკი "კრედიტ-ანშტალტი" გაკოტრდა. ამის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში კრიზისი დაიწყო. დიდი ბანკების გაკოტრება ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის დიდ რისკებს შეიცავს, ხანდახან კი მთელი მსოფლიოსათვისაც. ჩვენ გავიხსენებთ დიდ ბანკებს, რომელთა ისტორიაც ამა თუ იმ მიზეზების გამო დასრულდა.

ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

1995 წლის 23 თებერვალს ბრიტანული Barings Bank-ის აუდიტორებმა აღმოაჩინეს აფიორა, რომლის შედეგადაც ფინანსური ინსტიტუდის დანაკარგი ორჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მისი შემოსავალი იყო. სამი დღის შემდეგ, 26 თებერვალს, ბანკი 233 წლიანი ისტორიით გაკოტრებულად გამოცხადდა.
ნიკ ლისონის(დამნაშავის სახელი) მოვალეობებში შედიოდა ფიუჩერსების ყიდვა ერთ ბაზარზე და თითქმის ერთდროულად მათი გაყიდვა სხვა ბაზარზე უფრო დიდ ფასად(ვაჭრობა მიდიოდა ოსაკას ფასიანი ქაღალდების ბირჟასა და სინგაპურის SIMEX-ის ბირჟაზე).
ყიდვა-გაყიდვას შორის მოკლე პერიოდის გამო ოპერაციები საიმედო, მაგრამ ნაკლებად მომგებიანი იყო. დღიური 1 მილიონიდან მხოლოდ ათასის შოვნა შეიძლებოდა. ლისონს შემოსავლის გაზრდა სურდა და გადაწვიტა გაერისკა, მან არ გაამჟღავნა ფინანსური ინსტიტუტი. ფიუჩერსების ყიდვის შემდეგ ის მათ მომგებიანი კურსის გამოჩენამდე ინახავდა. თავდაპირველად ამას ბანკისათვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა. ანგარიშგების გაყალბება კი ტოპ-მენეჯერს მისი მაქინაციების გაგრძელების საშუაელბას აძლევდა.
1995 წლის 17 იანვრიდან ამის დამალვა სეუძლებელი იყო, როცა მიწისძვრამ დაანგრია იაპონური ქალაქი კობე. ამან აზიურ ბიირჟაზე ფასების დაწევა გამოიწვია. ლისონს კი სულ სხვა ფასი სჭირდებოდა, რათა კურსი შეენარჩუნებინა. ბანკმა ვერ მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ლისონს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

ამერიკული საბანკო ჰოლდინგი Washington Mutual, სპეციალიზირებული იპოთეკური სესხებისათვის, ასევე მაღალი რისკის კრედიტებისთვის. ეს ბანკი გახდა 2007-2008 წლის იპოთეკური კრიზისის მსხვერპლი. იპოთეკური სესხი მათზეც კი გაიცემოდა, ვისაც გადახდა არ შეეძლო.ზოგიერთს დოკუმენტებსაც კი არ სთხოვდნენ. ბანკმა რისკების მართვის დეპარტამენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.
არსებობის ბოლო წლებში 45 მილიარდ დოლარზე მეტი მაღალი რისკის მქონე კრედიტი იყო გაცემული. გაკოტრების მომენტში ყველა ხელშეკრულება დოკუმენტების გარეშე დაიდო. 120 წლიანი საბანკო იმპერია 26 სექტემერს, 2008 წელს დაინგრა.

ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

2008 წელს მხოლოდ Washington Mutual-ი არ დაღუპულა. Lehman Brothers Holdings, Inc-ის გაკოტრება 2008 წლის გლობალური კრიზისის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი გახდა, რომლის განხილვა დღესაც არ წყდება.
Lehman Brothers-ის ბროკერები ყიდდნენ მომავალ პროცენტებს იპოთეკური ობლიგაციებით. მათი გაყიდვა რეგისტრაციის გარეშე ხდებოდა და დიდი რაოდენობით იყიდებოდა. როცა ბანკმა ყველა ობლიგაცია გაყიდა, რომლებსაც ის ფლობდა, ბროკერებმა დაიწყეს კონტრაქტების გაფორმება იპოთეკური ობლიგაციებით, რომლებიც ბანკს არ ეკუთვნოდა.
სანამ იპოთეკურ ბაზარზე პრობლემები შეიქმნებოდა, საქმე კარგად მიდიოდა. ფასები დაეცა, კონტრაქტების მფლობელების მოთხოვნები უნდა შესრულებულიყო. აღმოჩნდა, რომ Lehman Brothers-ს აღარც თანხა და აღარც ქაღალდები ჰქონდა.
გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ბანკში ამ პრობლემის შესახებ იცოდნენ, მაგრამ მას მალავდნენ. ყოველი კვარტალი დასასრულს ბანკის ხელმძღვანელობას პრობლემური აქტივები ლონდონის განყოფილებაში გადაჰქონდა.
2008 წლის 15 მაისს Lehman Brothers-ი მივიდა სასამართლოში გაკოტრების შესახებ განცხადებითა და კრედიტორებისგან დაცვის თხოვნით. ეს ბანკის 158 წლიანი არსებობის დასასრული იყო.

როგორც ისტორია გვაჩვენებს, ბანკს შეუძლია მთელ სახელმწიფოსთან ერთად გაქრეს. ამის ნათელი მტკიცებულება სსრკ-ს შემნახველი ბანკის გაკოტრებაა.
ვინც ფულს ვეღარ დააბრუნებს: ბანკების ყველაზე ხმაურიანი ბანკროტები

ბანკი ჩამოყალიბდა 1987 წელს სსრკს სახელმწიფო შრომის შემნახველი ბანკების რეორგანიზაციის შედეგად. 1990 წლისთვის ბანკი კომერციულად სპეციალიზირებული გახდა - ის მოსახლეობის სახსრების იზიდავდა და სემდეგ მათ კრედიტებისთვის იყენებდა. სსრკ-ს სახელმწიფო ბანკი ანაბრების შენახვის გარანტიას იძლეობდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ბანკმა ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება და თვითლიკვიდირდა.
2007 წელს რუსმა ექსპერტებმა გამოთვალეს ვალდებულება სსრკ-ს მოსახლეობის წინაშე. ის 10-12 ტრილიონ რუბლს შეადგენს. იმ დროის კურსის მიხედვით ვალი $380-460 მილიარდს შეადგენდა.

წყარო: http://psm7.com/review/pochemu-krupnejshie-banki-mira-stali-bankrotami.html