onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

Amazon-ზე მილიონობით საქონელია წარმოდგენილი. იმისათვის, რომ ამ მრავალფეროვნებიდან სასურველი ნივთი ავარჩიოთ, არაა აუცილებელი შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდეთ. თანამედროვე ანგარიშწორების სერვისები ქართველებს საშუალებას აძლევს საქონელი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიიდან შეუკვეთონ და ერთი კვირის შემდეგ ფოსტით მიიღონ. როგორ გავაკეთოთ ეს? - წაიკითხეთ ჩვენი ინსტრუქცია.
როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: ტოპ-4 რჩევა
რჩევა N1 - მზად იყავით ამოყიდვისათვის!
Amazon-ზე შეძენისათვის ანგარიში(ექაუნთი). სტანდარტული კაბინეტის შექმნა ადვილია: ამისათვის საჭიროა კურსორი მივიტანოთ ღილაკზე Account and
Lists საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში და გადავიდეთ ლინკზე Start Here.
როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

რეგისტრაციისათვის უნდა მოვიფიქროთ ლოგინი, მივუთითოთ ელ-ფოსტა და პაროლი, რომელსაც საიტთან დაკავშირებისას გამოვიყენებთ.
როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

პრემიუმ ანგარიში (Prime) მოსახერხებელია აშშ-ში მცხოვრებთათვის, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნისათვის, სადაც Amazon-ია წარმოდგენილი. ის სწრაფი საკურიერო მომსახურების გაფორმების საშუალებას იძლევა (რამდენიმე საათიდან ორ დღემდე) უფასოდ, ასევე მათ შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით. თუმცა ქართველებისთვის ეს მეთოდი გამოუსადეგარია - სწრაფი მიწოდების ვარიანტი საქართველოში არ არის.
This item does not ship to Georgia. Please check other sellers who may ship internationally.
(ჩვენ არ ვაგზავნით საქართველოში. მოძებნეთ გამყიდველები, რომლებიც საერთაშორისო მიმწოდებლები არიან)
მიზანშეწონილია წელიწადში 99$-ის დახარჯვა გამოწერაზე, თუ თქვენ აუდიო და ვიდეო კონტენტის ფანატი ბრძანდებით და გინდათ ინტერნეტ-გიგანტის ამ მომსახურებით მთელი წელი ისარგებლოთ.
რჩევა N2 - შეამოწმეთ ფასები
პირველი, რასაც მყიდველი ყურადღებას აქცევს, რომელიც პირველად მოხვდა Amazon-ზე, ეს ფასებია.
დადებულ შთამბეჭდავ ფასს, შეუძლია ნებისმიერს აიძულოს პროდუქტის ყიდვა. მაგრამ ნუ მიენდობით მათ ასე. ამერიკელი გამყიდველებიც ატყუებენ მყიდველებს.
თუ როგორ შეიცვალა ფასები პროდუქტებზე უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შეგვიძლია სევამოწმოთ ვებსაიტზე CamelCamelCamel.com. ამისათვის საჭიროა მხოლოდ საქონლის URL. ფასების სტატისტიკა გვაჩვენებს, გამყიდველმა სერიოზულად დაწია საქონლის ფასი თუ უბრალოდ მის გაყიდვას ცდილობს.
როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

რჩევა N3 - მოძებნეთ ფასდაკლება
ახლა, როცა იცით, როგორ გამოარჩიოთ ნამდვილი ფასები. დროა გავიგოთ, სად ვეძეობთ ყველაზე დაბალი ფასები. Amazon-ზე მოცემულია რამდენიმე სპეციალიზებული განყოფილებაა ფასდაკლებული საქონელისათვის.:
Today’s deals - დღის შემოთავაზება
არასდროს იცი, რა სეიძლება ამ განყოფილებაში შეგხვდეს. მაგრამ ეს არ გაძლევს იმის მიზეზს, რომ მას არ ესტუმრო. ხანდახან ფასდაკლებები ამ განყოფილებაში 90%-ს აღწევს. ხოლო საქონლის ასორტიმენტი მერყეობს ელექტრონული ჟურნალებიდან ბაღის ინვენტარამდე.
როგორ ვიყიდოთ Amazon-ზე: სასარგებლო ლაიფჰაკები დამწყებებისთვის

Open Box & Used - საბითუმო პროდუქტი
ამ განყოფილებაში იყიდება გახსნილი ან გაფუჭებული შეფუთვით, ასევე მეორადი პროდუქტი.
Outlet - გადინება
ამ განყოფილებაში გვდებიან პროდუქტები, რომლებიც მანამდე ჩვეულებრივ გაყიდვებზე არ იყიდეს.
Coupons - კუპონები
კუპონების განყოფილებაში ფასდაკლება 25%-მდეა საქონლის სხვადასხვა ჯგუფებზე. შემდეგ შეგიძლიათ ისინი შეკვეთის გაფორმების დროს გამოიყენოთ.
რჩევა N4 - დაე ფასდაკლებებმა გიპოვონ თქვენ
თუ თქვენ ფასდაკლებებზე ნადირობის დრო არ გაქვთ, მაშინ მიანდეთ ეს საქმე სპეციალისტებს.
Wishlist - სურვილების სია
მონიშნეთ პროდუქტები , რომლებიც მოგწონთ - რამდენიმე დღის შემდეგ ლაიქები პერსონალურ ფასდაკლებებად გადაიქცევიან.
Online Price Alert - ფასის კონტროლის სერვისი
დაამატეთ თქვენი ელ-ფოსტა, საჭირო პროდუქტის URL და ფასი, რომლის გადახდასაც შეძლებთ. თუ გამყიდველი რაიმე აქციას ჩაატარებს ან ფასს დაწევს, onlinepricealert.com-ი მომენტალურად შეგატყობინებთ.

წყარო: http://psm7.com/review/kak-pokupat-na-amazon-lajfxaki-dlya-nachinayushhix.html