onlain sesxebi - ყველა

avto lizingi

თუ ავტომობილის შეძენა გსურთ, სხვადასხვა რჩევებთან ერთად, ალბათ, ავტო ლიზინგსაც მოკრავდით ყურს. „avto lizingi საუკეთესო პირობებით“ კი მაგრამ, რას ნიშნავს avto lizingi?
აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი საავტომობილო ბაზარზე უკვე დიდი ხანია ცნობილია. ძირითადად, მას მხოლოდ იურიდიული პირები იყენებდნენ. თუმცა, საბედნიეროდ, დადგა დრო, როდესაც აღნიშნული სერვისი ფიზიკური პირებისთვისაც სასარგებლო და ხელმისაწვდომია.
წარსულში ავტომობილზე სრულ უფლებამოსილებას ან მისი შეძენით, ან არენდით მოვიპოვებდით, ავტო ლიზინგმა კი, როგორც ფინანსურმა ინსტრუმენტმა, აღნიშნული ორი კომპონენტი გააერთიანა.
ყველაზე მეტად ავტო სალიზინგო პროგრამები ავტო სესხებს ჰგავს. მათ აერთიანებთ პირველადი შენატანი და ყოველთვიური გადასახადი. ავტო სესხის შემთხვევაში ავტომობილი მომენტალურად ხდება მსესხებლის საკუთრება, ხოლო ავტო ლიზინგის შემთხვევაში აქტივი კომპანიის სახელზე ირიცხება და იცვლის მეპატრონეებს შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების მიხედვით.
avto lizingi იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო სრული თანხის დღეს გადახდა იმაში, რაც რამდენიმე წელიწადში მობეზრდება. თუ თქვენ სიახლის მოყვარული ხართ გსურთ, რომ მთლიანად დაზღვეული იყოთ და ახალი მოდელებით გადაადგილდეთ, ესე იგი, ლიზინგი თქვენთვისაა.
სალიზინგო ხელშეკრულება გაძლევთ ყველანაირ შესაძლებლობას, გამოყენების შემდეგ გამოისყიდოთ ავტომობილი, გადაცვალოთ ახალ მოდელზე, ან სულაც შეწყვიტოთ ექსპულატაცია. ლიზინგის ყოველთვიური გადასახადი შედარებით ნაკლებია ვიდრე ავტო სესხის. ლიზინგზე, როგორც წესი, ბევრად ნაკლებია გადასახადი, თუმცა საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, ეს პროცესი ბანკების დახმარებით მიმდინარეობს, რომელთა საპროცენტო განაკვეთებიც მაღალია.
avto lizingi-ს ყველაზე დიდი უპირატესობა მოქნილობაა. ასევე ყოველთვიური დაბალი გადასახადი და მუდმივი განვითარება.
შეჯამებისთვის მოვახდინოთ avto lizingi-ს კლასიფიკაცია ორ ტიპად: პირველ შემთხვევაში, როდესაც სალიზინგო კომპანია ყიდულობს თქვენთვის აქტივს, თქვენ კი ყოველთვიურად ფარავთ სალიზინგო ვალდებულებას, აქტივი საბოლოოდ თქვენი საკუთრება ხდება - ამას ეწოდება ფინანსური ავტო ლიზინგი, ხოლო თუ მეორე შემთხვევით სარგებლობთ, ანუ დროებით იყენებთ ავტომობილს, ცვლით ახალ მოდელზე ან წყვეტთ თანამშრომლობას , ასეთ შემთხვევას საოპერაციო avto lizingi ეწოდება.
შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ ლიზინგის მსგავსი ტიპის სესხით, რასაც avto lombardi ეწოდება. ასეთ დროს თანხას ღებულობთ უკვე თქვენივე ავტომობილის მეშვეობით.
ლიზინგით სარგებლობისას არ გჭირდებათ უზრუნველსაყოფი უძრავი ქონება, ბინა, სახლი თუ აგარაკი. avto lizingi-ს დროს, მოძრავი აქტივი თავად არის ლიზინგის ხელშეკრულების უზრუნველყოფა.

თქვენს პირობებს მორგებული avto lizingi-ს შესარჩევად გადადით ლინკზე